რეზონანსი
(04.11.2022)

„ნაციონალურ მოძრაობაში" იმდენად სიღრმისეულია ეს პრობლემები, ფაქტია, რომ მისი დაშლა გარდაუვალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობაში" იმდენად სიღრმისეულია ეს პრობლემები, ფაქტია, რომ მისი დაშლა გარდაუვალია. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ამის მომსწრენი ვართ. ეს პროცესი შეუქცევადია და ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ისეთი სახით, როგორიც დღეს არის, 2024 წლის არჩევნებამდე ვერ მიაღწევს", - აღნიშნა ღუდუშაურმა.

ნონა მამულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა" და პარლამენტი დატოვა. მანამდე ოპოზიციურ პარტიას გაემიჯნნენ თბილისში ნიკა ობოლაძე და აჭარაში მალხაზ თავდგირიძე. პარტიიდან წევრების წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ „ნაციონალურ მოძრაობაში" და კვლავ უარს ამბობენ ოპოზიციურ ერთობაზე. ვაშაძე - ჯაფარიძე - ხოშტარიას ალიანსს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ახალ გაერთიანებაში არ შევლენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე