რეზონანსი
(04.11.2022)

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში: რუსეთის 2 585-მა მოქალაქემ საქართველოში ჯამში 2 964 ბინა შეიძინა, საერთო ფართობით - 189 084 კვ.მეტრი.

ამავე პერიოდში რუსეთის 252-მა მოქალაქემ საქართველოში მიწის 249 ნაკვეთიც შეიძინა, რაც ჯამში 37.9 ჰექტარია [აქედან რუსეთის 53 მოქალაქეს მიწის 61 ნაკვეთი შენობა-ნაგებობების გარეშე აქვს შეძენილი, 199-მა მოქალაქემ კი მიწის 188 ნაკვეთი შენობა-ნაგებობებიანად შეიძინა].

როგორც საჯარო რეესტრში გვითხრეს, აღნიშნული მონაცემები დამუშავებულია რუსეთის მოქალაქეების პასპორტის მონაცემების მიხედვით.

რუსეთის მოქალაქეების მონაცემები/რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ასე გამოიყურება: იურიდიული პირი - 711; ინდ.მეწარმე - 9 789; ბინის შემძენი მოქალაქე - 2 585; მიწის შემძენი მოქალაქე - 252; შეძენილი ბინების ფართობი - 189 084 კვ.მ.; შეძენილი მიწის ფართობი - 37.9 ჰა.

წყარო: ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე