რეზონანსი
(04.11.2022)

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე არსებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.

,,თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამასთანავე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე