რეზონანსი
(04.11.2022)

თამბაქოს ინდუსტრია 1-ლი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციის გადავადებას ითხოვს. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციის ამოქმედება ბაზრიდან თამბაქოს ნაწარმს გააქრობს, რადგან ბიზნესი 2 თვეში პროცესების გადაწყობას, იმ პირობებში, როცა რუსეთი-უკრაინის ომი მიმდინარეობს ვერ მოახერხებს.

JTI-ს კორპორაციულმა დირექტორმა ივა ხასია აცხადებს, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს სტანდარტიზებული, სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედებამ შესაძლოა, ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის დეფიციტი გამოიწვიოს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეგულაციის გადავადება არ მოხდება ბიზნესი დღეს არსებული გამოწვევების ფონზე პროცესების გადაწყობას ვერ შეძლებს.

„ტექნიკური რეგლამენტი მიიღეს ისე, რომ სექტორთან, ვინც ტექნიკური რეგლამენტით უნდა იხელმძღვანელოს კონსულტაციები არ ყოფილა. ერთი შეხვედრაც არ გამართულა. ისეთი სიტუაციაში ვართ, რომ თუ გადავადება არ მოხდება პროდუქტი ბაზარზე არ იქნება. 1-ლი იანვრიდან ახალი შეფუთვით პროდუქტს ვერ შემოვიტანთ, ეს ბაზრიდან ოფიციალური პროდუქტის გაქრობას გამოიწვევს. ბიუჯეტში აქციზიდან რა გადასახადიც უნდა შესულიყო ვერ შევა. ასევე ეს გამოიწვევს ავტომატურ რეჟიმში კონტრაბანდის ზრდას. დღეს უხეშად, რომ ვთქვათ თუ 10%-მდეა კონტრაბანდა, ეს შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს კიდეც“, - აცხადებს JTI-ის კორპორაციული დირექტორი ივა ხასია "ბიზნეს მედიასთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე