რეზონანსი
(03.11.2022)

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთმა და ფინეთმა შეასრულეს ალიანსში შესასვლელად თურქეთის პირობები. ამის შესახებ მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ საერთო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

"დადგა დრო მივიღოთ ფინეთი და შვედეთი, როგორც ნატოს სრულფასოვანი წევრები, მათი ალიანსში გაწევრიანება გაგვაძლიერებს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ამ ორმა სკანდინავიურმა სახელმწიფოს თურქეთთან გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის პირობები შეასრულეს, რომელიც საჭირო იყო, რომ ანკარას მათი ალიანსში გაწევრიანებისთვის მხარი დაეჭირა.

"მე მესმის თქვენი შეშფოთება, მაგრამ ამავდროულად თვალნათელია, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის [პირობები] და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის... ფინეთმა და შვედეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს ტერორიზმის საწინააღმდეგოდ თურქეთთან თანამშრომლობა", - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ჩავუშოღლუს თქმით, ზოგიერთი ზომა ორი ქვეყნის მთავრობის მიერ მართლა მიღებულია და ანკარა ამას მიესალმება, მაგრამ ამავდროულად აღნიშნა, რომ "შეთანხმების ყველა კომპონენტის იმპლემენტაცია არ მომხდარა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე