რეზონანსი
(03.11.2022)

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც მეგობარ ქალს ფულს სძალავდა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა - ამის შესახებ ინფორმაციას "საფარი" ავრცელებს.

"დაზარალებულმა ქალმა "საფარს" 28 ოქტომბერს მიმართა. ჩვენი ჩართულობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო. კაცი 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 181-ე მუხლებით წარედგინა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფასა და გამოძალვას გულისხმობს.

2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "საფარი" განაგრძობს დაზარალებული ქალის ინტერესების დაცვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე