რეზონანსი
(03.11.2022)

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, მას სჯერა, რომ უკრაინა შეძლებს ხერსონის დეოკუპაციას.

როგორც ოსტინმა ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინელები ამ დრომდე „მეთოდურ და ეფექტურ ძალისხმევას" მიმართავდნენ ტერიტორიების დასაბრუნებლად.

"იმ კითხვასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ არა უკრაინელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქის დანარჩენი ტერიტორიის დეოკუპაციას. მე, რა თქმა უნდა, მჯერა იმის, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. რაც ყველაზე მთავარია, თავად უკრაინელებს სჯერათ, რომ ამას შეძლებენ... ჩვენ ვიცით, რომ აქამდე ისინი მეთოდურ და ძალიან ეფექტიან ძალისხმევებს მიმართავდნენ მათი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, ვიდრე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებენ", - აღნიშნა ოსტინმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე