რეზონანსი
(03.11.2022)

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის სამხედრო და ტექნიკური დახმარების მიწოდების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარული გამოცემა BGNES-ი ავრცელებს.

გამოცემამ აღნიშნა, რომ "დემოკრატიული ბულგარეთისა" და "გერბი-დძკ-ის" პარტიების მიერ ინიციირებულ რეზოლუციას მხარი 175-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 49 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

მიღებული რეზოლუციის თანახმად, ბულგარეთის მთავრობამ უკრაინისადმი იარაღის მიწოდების შესახებ გეგმის მონახაზი 30 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე