რეზონანსი
(03.11.2022)

გერმანიის მთავრობამ უარყო თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თავისი პოზიცია შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ პუტინთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს.

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უნდა დაასრულოს სასტიკი ომი, გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევთან.

ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თავისი პოზიცია შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ პუტინთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.

„ლიდერების დიპლომატია გადამწყვეტია პრობლემების გადასაჭრელად. გერმანიის კანცლერ შოლცსაც კი სრულიად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა პუტინის მიმართ ერთი თვის წინ და ახლა შეცვალა თავისი პოზიცია რუსეთის მიმართ და ხაზი გაუსვა საერთო ენის პოვნის აუცილებლობას", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე