რეზონანსი
(03.11.2022)

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს საპროტესტო აქციაზე ესროლეს და ფეხში დაჭრეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

შემთხვევა ქალაქ ვაზირაბადში მოხდა. 70 წლის იმრან ხანის გარდა, დაჭრილია პარტია „სამართლიანობის მოძრაობის" კიდევ ოთხი წევრი.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები დედაქალაქ ისლამაბადისკენ მიემართებოდნენ, რათა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოეთხოვათ. იმრან ხანი ქალაქ ლაჰორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსროლელი დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე