რეზონანსი
(03.11.2022)

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

როგორც იოსელიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განმარტა, კანონი უკრაინის რეალობაზეა მორგებული და ის საქართველოს რეალობას არ შეესაბამება.

„ამ კანონპროექტს მხარს არ ვუჭერ. უკრაინის რეალობაზე მორგებული კანონია, რომელიც მძიმე-წერტილით არის გადმოთარგმნილი ქართულად და საქართველოს რეალობას არ შეესაბამება. ევროკომისიას არ უთქვამს, რომ რაღაც კანონი უნდა გადმოაკოპიროთ, რომელიც საქართველოს რეალობასთან კავშირში არ არის. იქ სულ სხვა რამეზეა საუბარი. ჩემთვის გაუგებარია ასეთი კოპირება, რომელიც არც ოპოზიციისთვის არის მოსაწონი და მმართველი გუნდი მაინც მხარს უჭერს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე