რეზონანსი
(03.11.2022)

ოპოზიციის ნაწილს სურს, ფანჩატურში ჩაატარონ პრაიმერიზი, რაც არის წარმოუდგენელი მოვლენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების გაერთიანება ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.

„პრაიმერიზი არის ერთგვარი მაღალი მატერია, რაც შეეხება ფანჩატურს, ეს არის ერთმანეთთან შეუთავსებელი. მათ უნდათ, რომ ფანჩატურში ჩაატარონ პრაიმერიზი, რაც არის წარმოუდგენელი მოვლენა, შესაბამისად, სერიოზულად ამ მოვლენას ვერ შევაფასებთ. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მით უმეტეს, როცა საუბარია ნულების გადანაცვლებასა ან შეკრებაზე, იქ გამორიცხულია ჯამის შეცვლა. ეს არის ნულოვანი რეიტინგის მქონე რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი, გამორჩეულად ოდიოზური და არაკეთილსინდისიერი ფიგურები, როგორიცაა ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია. მათი შეკრებით ვერავითარი ცვლილება ვერ განხორციელდება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში", - აცხადებს კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე