რეზონანსი
(03.11.2022)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა და მისიგაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა გოჩა ჯავახიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გოჩა ჯავახიშვილს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იგი საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი დესპანი იყო.

გოჩა ჯავახიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში. მას მიღებული აქვს საფრანგეთისღირსების ეროვნული ორდენი და აკადემიური პალმის ორდენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე