რეზონანსი
(03.11.2022)

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 ნოემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი - დაახლოებით 74 000;

​ტანკი - 2 734;

ჯავშანტექნიკა - ​5 552;

საარტილერიო სისტემა - 1 755;

სარაკეტო სისტემა - 390;

საზენიტო საბრძოლო სისტემა - 198;

თვითმფრინავები - 277;

ვერტმფრენი - 258;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 442;

საკრუიზო რაკეტები - 397;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 162;

გემი/ნავი/კატარღა - 16;

სპეციალური აღჭურვილობა - 155.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე