რეზონანსი
(02.11.2022)

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის შეთამხმებაში დაბრუნებას მიესალმება.

„გენერალური მდივანი განაგრძობს ჩართულობას ყველა აქტორთან ინიციატივის განახლებისა და სრულყოფილად განხორციელების მიმართულებით და ასევე მხარს უჭერს მოიხსნას დარჩენილი დაბრკოლებები რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ გაეროსა და თურქეთის წყალობით, რუსეთმა მიიღო უკრაინისგან საჭირო წერილობითი გარანტიები, რომ უკრაინის ჰუმანიტარული დერეფანი და პორტები არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის უფლებას იტოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე