რეზონანსი
(02.11.2022)

ესპანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ქვემეხებსა და ჭურვებს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ესპანელ კოლეგასთან, ხოსე მანუელ ალბარესთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

"ძალიან მიხარია, რომ ახალი პაკეტი უკვე არის, ის უკვე უკრაინისკენ გზაშია, და უახლოეს დროში ჩვენი სახელმწიფო გააძლიერებს საკუთარ თავდაცვისუნარიანობას, როდესაც მიიღებს Aspide საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსა და მის რაკეტებს, Hawk საჰაერო თავდაცვის ოთხ სისტემას, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ქვემეხებსა და მათდამი ჭურვებს, ასევე სხვა სამხედრო აღჭურვილობას", - განაცხადა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადასცეს უკრაინას Hawk სისტემები, სიგნალი გახდა სხვა სახელმწიფოებისთვის, რათა ამ სისტემების ძიება დაიწყონ უკრაინისთვის გადასაცემად.

"ეს სწორედ ისაა, რასაც ესპანეთს ვთხოვდით, ეს არის ის, რაც ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაგვეხმარება", - დასძინა კულებამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე