რეზონანსი
(02.11.2022)

„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციებიდან გადმოიღო სათაურები და აბსოლუტურად სხვა შინაარსი შესძინა ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„დეოლიგარქიზაციის კანონი აცდენილია ქართულ რეალობას. „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციებიდან გადმოიღო სათაურები და აბსოლუტურად სხვა შინაარსი შესძინა ამ ყველაფერს. ეს არის ბუტაფორია, რაც სჭირდება „ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ ვითომ რეკომენდაცია შეასრულა და ხვალ რომ უარს გვეტყვიან ევროპელი კოლეგები, თქვან, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ევროპა ომს გვაძალებს და ამის გამო გვითხრეს უარიო. სინამდვილეში ეს კანონი შინაარსისგანაა დაცლილი", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განსახილველად ემზადება. პროექტი შემუშავებულია უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს. განსხვავება მხოლოდ სათაურსა და ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილებაშია. კანონპროექტით ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ, მისი შექმნისა და წარმოების წესებს კი პარლამენტი დაამტკიცებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე