რეზონანსი
(02.11.2022)

ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, გასულ კვირას პირველი ავარიული შენობის სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული კორპუსი მდებარეობს ვარკეთილის მესამე მასივში, საიდანაც გაყვანილია 36 ოჯახი. მათ საცხოვრებელი ფართის ქირით მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ახორციელებს სადემონტაჟო სამუშაოებს, რაც წლის ბოლომდე დასრულდება. მომავალ წელს კი დაიწყება ახალი კორპუსის მშენებლობა, რომლის პროექტიც მზადაა. პროექტს ჩატარებული აქვს ექსპერტიზა და გაცემულია სამშენებლო ნებართვა. მოსახლეობას კუთვნილი ბინები გარემონტებული ჩაბარდება.

მუნიციპალიტეტი აგრძელებს სხვა ავარიული შენობების ჩართვას პროგრამაში. ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობს 20-ზე მეტი პროექტი, რომლებიც სხვადასხვა საპროცესო ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ავარიული კორპუსების ჩანაცვლება მომდევნო წლიდან უფრო აქტიურად განხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე