რეზონანსი
(01.11.2022)

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ძლიერი შტორმის გამო ჯერ არ დაწყებულა.

ბოლო ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში ზღვაში საბანაოდ შევიდა, ტანსაცმელი კი თანმხლებ წყვილს დაუტოვა.

"მოქალაქე მოვიდა ჩემთან სამუშაო ადგილას და რუსული აქცენტით მითხრა, რომ ზღვაში კაცი იხრჩობოდა. თანმხლებ ქალს და კაცს ხელში ამ ადამიანის ტანსაცმელი ეჭირათ. მოვიდა სასწრაფოც, სამაშველოც. პოლიციამ ეს წყვილი გამოკითხვაზე წაიყვანა, მეტი არაფერი ვიცი",- ამბობს თვითმხილველი

ადგილზე მობილიზებულია მობილიზებულია როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე