რეზონანსი
(01.11.2022)

"წითელი ჯვარი" ფაქტობრივად თვითლიკვიდირდა საკუთარი მანდატის შესრულებისგან. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

მისი თქმით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს რუსეთზე ზემოქმედების შესაძლებლობა.

ლუბინეცის თქმით, მაგალითად, გაერო აჩვენებს, რომ რაღაცებზე შეუძლია ზეწოლა იქონიოს რუსეთზე, რაღაცებში შეუთანხმდეს, მაგრამ მისი აზრით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ვითარება გაცილებით რთულადაა.

ლუბინეცმა ცალკე აღნიშნა, რომ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები საკუთარ ანგარიშებში რუსეთის ფედერაციას საერთოდ არ ახსენებენ.

"ჩემი აზრით, ეს სირაქლემის პოზიციაა.

უკრაინისადმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხრიდან თუ არსებობს პრეტენზიები? - არა, თქვენ ყველაფერს ასრულებთ. მაშ საჯაროდ რატომ არ იტყვით ამაზე - რომ უკრაინა ასრულებს ჟენევის კონვენციებს, ხოლო რუსეთის ფედერაცია - არ ასრულებს?",- განაცხადა ლუბინეცმა და დასძინა: „ისევ და ისევ - როგორც სირაქლემა [თავს] ქვიშაში მალავს".

მან აღნიშნა, რომ "ნეიტრალურობის მანტრა" ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ამას ებრძვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე