რეზონანსი
(01.11.2022)

როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ჯერ კიდევ შეშფოთებულები ვართ რუსეთისადმი [ირანული] "მიწა-მიწა" კლასის რაკეტების პოტენციალური მიწოდებით. ახლა ჩვენ ამის მტკიცებულებები არ გვინახავს, მაგრამ ჩვენ ეს გვაღელვებს", - თქვა კირბიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ომში ირანის რუსეთის მხარეს ჩართულობა თვალსაჩინო ხდება.

"ირანი აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას, ასევე უკრაინელების მკვლელობაშიი მის დახმარებას. როგორც მინიმუმ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ისინი დრონებს აწვდიან", - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, ირანელი ინსტრუქტორები და ტექნიკური პერსონალი ყირიმში განლაგდნენ, რათა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით დარტყმაში რუსებს დაეხმარონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე