რეზონანსი
(27.10.2022)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში გველი შეიპარა - სკოლამდელ დაწესებულებაში ქვეწარმავალი დღეს შენიშნეს, რასაც მშობლებისა და აღსაზრდელების პანიკა მოჰყვა.

მშობლები შვილების საბავშვო ბაღში მიყვანისგან თავს იკავებენ, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ბავშვს სხვაგან გადაიყვანს.

„მე გადაყვანას ვფიქრობ, არ მინდა ბავშვის მაგ ბაღში მიყვანა, მეშინია. რაც გველი გამოჩნდა ბაღში, მის მერე ბავშვი იქ არ მიმიყვანია. დეზინფექცია ჩატარდა იქ, სხვა არაფერი. ძველი საბავშვო ბაღია, კედლებს უამრავი ხვრელი აქვს", - აცხადებს ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი.

ქვეწარმავლის გამოჩენის გამო საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2 დღით შეჩერდა.

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე