რეზონანსი
(27.10.2022)

კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია. „ტვ პირველის" ინფორმაციით ირკვევა, რომ სიღნაღში, წნორის გზაზე ძმის მიერ მოკლული ქალი, მერი ალადაშვილია.

ზურაბ ალადაშვილი დის მკვლელობას არ აღიარებს.

მედიის ცნობით, ძმები ჩხუბონდნენ, და კი მათ აშველებდა, რა დროსაც მას ხელი კრეს, თავი დაარტყა და სისხლისგან დაიცალა.

უმძმესი ბრალდებით პოლიციამ ხელბორკილები ზურაბ ალადაშვილს დაადო.

კახეთ ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე