რეზონანსი
(27.10.2022)

ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო გამოცხადებული ბრიუსელში. დისკრიმინაციული იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ვერ იქნება გამართლებული მორალურად. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმიტომ ომ ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლების განმავლობაში და ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უპატივცემულო იყო. რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს" , - განაცხადა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე