რეზონანსი
(27.10.2022)

საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან, დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა უნგრელმა კოლეგამ - ვიქტორ ორბანმა მოაწერეს.

იქამდე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ბუდაპეშტში, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე