რეზონანსი
(27.10.2022)

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან მიმძიმს, სამძიმრის სიტყვები მივუძღვნა მეგობარს, თანაგუნდელს, თანამებრძოლს, საუკეთესო ადამიანს - ირაკლი ხახუბიას. ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული იყო უპირველესი. ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!", - წერს კახა კალაძე.

„ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია სახლში, გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე