რეზონანსი
(25.10.2022)

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რომის პაპს სთხოვა, მოუწოდოს ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პატრიარქ კირილსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ხელი შეუწყონ უკრაინაში სამშვიდობო პროცესს.

„საჭიროა, რომ აშშ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესს. ჯო ბაიდენს რომის პაპთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აქვს. რომის პაპს შესაძლოა ჰქონდეს მასზე გავლენა ჰაიტისა და უკრაინაში ამერიკის ჩართულობის აღსადგენად", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

25 ოქტომბერს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შანსი არის.

„არსებობს მშვიდობის პერსპექტივა, ის რაღაც მომენტში დადგება. კონკრეტულ მომენტში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები და როდესაც უკრაინელი ხალხი და მისი ლიდერები გადაწყვეტენ ამის პირობებს, სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება დამყარდეს მეორე მხარესთან", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე