რეზონანსი
(25.10.2022)

ახლახან დასრულდა ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტი. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან პოზიტიური გამოსვლა, ძალიან პოზიტიური გზავნილები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„პირველ რიგში მან ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ დააფიქსირა უპირობო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც არის ჩვენს რეგიონში, რომელიც აქვს საქართველოს. დღეს სხვადასხვა გამოსვლაში არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს საკითხი და ჩვენმა პარტნიორებმა გაიხსენეს კიდეც ის ისტორია, რომლითაც დაიწყო ამ რეგიონში ოკუპაცია და ბევრმა აღნიშნა, რომ თავის დროზე რაც მოხდა საქართველოში, იმსახურებდა უფრო მეტი ყურადღებას და უფრო ძლიერ კონსოლიდაციას ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე