რეზონანსი
(25.10.2022)

სრულიად ნათელია, რომ ევროკავშირი არის საზოგადოება, რომელიც მუშაობს მშვიდობისთვის, უკეთესი მსოფლიოსთვის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. ევროკავშირი ღიაა ევროპის ყველა რეგიონისა და ერისთვის, რომელსაც ეს გზა სურს, რომელთაც სურთ ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიზაცია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ საერთო ღირებულებების გაზიარება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ოტმარ კარასმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრით დაიწყო.

„საქართველოს ძალიან რთული პერიოდი და სიტუაცია აქვს. მე ვიყავი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ. მე ვიცი საქართველოს პრობლემები. უკრაინის წინააღმდეგ ომი საქართველოში შეჭრით დაიწყო. მეორე ნაბიჯი იყო ყირიმის ანექსია და ახლა მესამე ნაბიჯი გადაიდგა და ჩვენ ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. სწორედ ეს არის გამოწვევა, ამიტომ უნდა დავინახოთ, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ბელარუსისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ევროპის სხვა რეგიონებისთვის“, - განაცხადა კარასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე