რეზონანსი
(25.10.2022)

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით დაიგეგმა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ნათქვამი იყო რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული.

კითხვაზე, თუ რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია პრეზიდენტს, ხუციშვილმა ასე უპასუხა: „არ მაქვს ინფრომაცია ვინ იყო ინფორმირებული ვიზიტზე და ვინ - არა. ბუნებრივია, ვიზიტი შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით დაიგეგმა".

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, "სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა" და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე