რეზონანსი
(25.10.2022)

“კანონი და სამართლიანობის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას სასამართლოს ეხმაურება.

"ეს რა არის?! რას სჩადიხართ, არ გაპატიებთ ხალხი, არ გეპატიებათ! გასამართლდებით სასტიკად ამ სირცხვილის - სამარცხვინო სასამართლოს გამო, ნუ იკიდებთ ტვირთს! არ შეიძლება ამის გაკეთება, არ შეიძლება! ნიკა გვარამია, მაგრად იყავი“, - წერს ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე