რეზონანსი
(25.10.2022)

ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ მოსამართლეებს აქვთ საშუალება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი.

"თუ ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი და იყოს ობიექტური, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ გარედან უკარნახოს კონკრეტულ მოსამართლეს, ვინ უნდა იყოს მისი წარმომადგენელი ისეთ ორგანოში, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შესაბამისად, ეს არის დამოუკიდებელი შტო და უნდა მივცეთ საშუალება, რომ თვითონ გადაწყვიტონ მოსამართლეებმა, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი. როგორც ჩანს, მოსამართლეების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მათ ინტერესს უკეთ წარმოადგენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ბატონი გვრიტიშვილი და ბატონი მურუსიძე," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი შტო, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებებს. 

"დღეს მმართველი ძალა არც ერთი კომპონენტით არ ერევა სასამართლო ხელისუფლებაში. ამიტომ, ამის შემდგომ ჩვენ სასამართლო ხელისუფლებას ვიცავთ არა მხოლოდ იმისგან, რომ ვინმემ მმართველი წრეებიდან არ ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ ვიცავთ იმისგანაც, რომ არც ერთი სხვა შიდა თუ გარე ძალამ ვერ მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა. ვღებულობთ შედეგად მოცემულობას, რომ სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი შტო და იგი თავად წყვეტს და მომავალშიც თავად გადაწყვეტს, ვის აირჩევს იუსტიციის საბჭოში და ვის არა," - ამბობს გიორგი ამილახვარი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე