რეზონანსი
(25.10.2022)

  

"სოლიდარობის ქსელის" ცნობით, ექთანმა, ნინო კვაჭაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკს საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო. ექთანი ამბობდა, რომ 2022 წლის ივნისში ის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს ითხოვდა.

"ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია. ლევან რატიანის მხრიდან ყვირილის, მაგიდაზე ხელების ბრახუნისა და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ექთანი ნინო კვაჭაძე არ გატყდა და სიმართლე ბოლომდე დაიცვა. ამის გამო, რატიანმა ის დასაჯა - 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა, ყოველგვარი შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცესის დაცვის გარეშე!" - წერს სოლიდარობის ქსელი. 

ექთან ნინო კვაჭაძეს სასამართლოში "სოლიდარობის ქსელის" პროფკავშირის იურისტები შალვა ხვთისიაშვილი და დავით ომსარაშვილი წარადგენდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე