რეზონანსი
(24.10.2022)

ხვალ, 25 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დიდ დიღომში კვირაცხოვლის და როსტევანის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 25 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 26 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: გაგარინის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების ნაწილს; კანდელაკის, გოთუას, თამარაშვილის, ზემო ვეძისის და ვაზისუბნის ქუჩებს; ვაშლიჯვრის დასახლებას, კვანტალიანის, ოდესის, მ. ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს, მარშალ გელოვანის გამზირს; დიდი დიღმის I-IV მიკრორაიონებს, ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ჯავახიშვილის, ფედერიკ მონპერეს, ნიკო ბურის, ჰუბერტის, ხატაეთის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, მესხის, ბარათაშვილის, თოფურიძის და მიმდებარე ქუჩებს; დიდი დიღმის დასახლებას, ბენდუქიძის დასახლებას, ამერიკის საელჩოს მიმდებარე დასახლებას, ქოშიგორას დასახლებაში - უდაბნოს, მოწამეთა, კელასურის და ჭავჭავაძის ქუჩებს; სასოფლოს დასახლებას, სოფელ ზურგოვანაში - ჩოხელის, სამაჩაბლოს, კოსტავას და აფხაზეთის ქუჩებს

დიდუბის რაიონში - აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვტ-ის N10-12 კორპუსებს.

გლდანის რაიონში - ზაჰესში გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე