რეზონანსი
(24.10.2022)

ჩვენ ბოლომდე ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას, მათ შორის პუტინის რეალურ პოლიტიკურ პატიმრებზე, მაგრამ ბოლო წუთზე სამარცხვინოდ შეიტანეს ჩვენა ბედოვლათებმა „ნაციონალური მოძრაობიდან" და ფასიანი ლობისტები რომ ჰყავთ იქ, სააკაშვილის მხარდამჭერები. შეთანხმებულა ბოლო წუთზე გააპარეს. ჩვენ ამას არ დავიჭერდით მხარს იმიტომ, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილი სასჯელს იხდის იმ დანაშაულზე, რაც სტრასბურგის სასამართლომაც აღიარა, სადაც გირგვლიანის თემაზე დაამტკიცა და დაასკვნა, რომ სააკაშვილი, ისვე როგორც ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობდა ამ მარაზმში. ეს გააპარეს და ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერდით. გამოვიდა მელია და თქვა, რომ თურმე შეგვეძლო, რომ მხარი დაგვეჭირა რეზოლუციისთვის ამ ნაწილის გამოკლებით. ეს არის სიცრუე და ტყუილი. თუ ასე შეეძლოთ, 2009 წელს რომ ჩვენს ბიჭებს დააბრალეს ომის დაწყება, მაშინ არ დაეჭირათ ამისთვის მხარი, გამოეკლოთ ის მეხუთე პუნქტი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე