რეზონანსი
(24.10.2022)

ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გათავისუფლებულ დასახლებებში სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შეჰყავთ და წასასვლელად კი არა, თავდაცვისთვის ემზადებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე