რეზონანსი
(24.10.2022)

გივი მიქანაძის თქმით, სოსო თოფურიძის მორიგი განცხადება ადასტურებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირებაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს, რომ პატია მალე არ იარსებებს.

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შიდაპარტიული არეულობა, უთანხმოება და დაპირისპირება არის დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში". ეს პარტია დღითიდღე ჩამოშლის პროცესს აგრძელებს. არის დაპირისპირება ფულის გამოყოფის, გავლენათა გადანაწილების კონტექსტში, რაც უკვე შიდა ჩარჩოებში ვერ მოექცა, გამოჟონა, საზოგადოებისთვის გასაგები გახდა და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ღრმა კრიზისშია ეს პარტია და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მალე ეს პარტია არ იარსებებს", - განაცხადა მიქანაძემ.

კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო თოფურიძემ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „ნაცმოძრაობის" ლიდერები რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე