რეზონანსი
(22.10.2022)

კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით კრემლს ლტოლვილების ახალი ნაკადის ევროპაში გაქცევის პროვოცირება სურს - შეძლებს თუ არა პუტინი თავისი გეგმის განხორციელებას, ეს დამოკიდებულია ევროპის დედაქალაქების ლიდერებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერში" წერს.

მისი თქმით, ერთადერთი გზა ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვისა და დამატებითი რაკეტების სწრაფი გადაცემა.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რამაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანება გამოიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1.5 მილიონი აბონენტი ელექტროენეგიის გარეშეა დარჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე