რეზონანსი
(22.10.2022)

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, მიხეილ ყაფლანიშვილის ოჯახმა ინფორმაცია უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან გაიგეს.

„გუშინწინ საღამოს 9 საათზე ველაპარაკე ბოლოს. მითხრა, რომ უნდა წასულიყვნენ „წითელი ზონა" არისო. გამორთული მექნება ინტერნეტიც, ტელეფონიც და არ ინერვიულო, როგორც კი გამოვალ დაგიკავშირდებიო. გუშინ საღამოს 7 საათზე ვანო ნადირაძემ გამაგებინა, რომ დაიღუპა", - ამბობს მიშას მეუღლე ია მელქაძე.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა. მიხეილ ყაფლანიშვილი 21-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში ბრძოლას შეეწირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე