რეზონანსი
(22.10.2022)

24 წლის ალექ­სან­დრე მარ­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლას შე­ე­წი­რა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მებ­რძო­ლი იყო ქარ­თულ ბა­ტა­ლი­ონ­ში.

რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი მებ­რძო­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, მარ­ტი­აშ­ვი­ლი, ბა­ტა­ლი­ო­ნის წევ­რებ­თან ერ­თად, ხერ­სონ­თან ერთ-ერთი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად შე­დი­ო­და, რა დრო­საც ჭურ­ვი აფეთ­ქდა და და­ი­ღუ­პა.

„შე­დი­ოდ­ნენ ერთ-ერთი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად და ამ დროს ჭურ­ვით და­ი­ღუ­პა. მე მარ­ტი­აშ­ვილს პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა იყო აქ, ღი­მი­ლის ბიჭს ეძახ­დნენ. 22 და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძოლ­ლი ჩვენ­თვის უკვე ძა­ლი­ან ბევ­რია, მინ­და, რომ აქ გა­ჩერ­დეს.. აღარ მინ­და, რომ და­ვით­ვა­ლო, და­ვი­ღა­ლე ამ თვლით. ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ აქ ეს ბი­ჭე­ბი აფხა­ე­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს­თვის იბ­რძვი­ან" - უყ­ვე­ბა "მთა­ვარ არხს" უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნა­ში გუ­შინ ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა - ალექ­სან­დრე მარ­ტი­აშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ 22 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია და­ღუ­პუ­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე