რეზონანსი
(22.10.2022)

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მდგარ ერთ-ერთ ავტომანქანას დაზიანების კვალი ეტყობა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. როგორც ისინი ამბობენ, ხელყუმბარა ერთმა პირმა მეორეს ესროლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაციას, რომ აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე