რეზონანსი
(22.10.2022)

შაბათს ღამით და დილით რუსულმა არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბა. აფეთქბების ხმა ისმოდა:  ჩერკასის, ხმელნიცკის, ვოლინის, კიევის, რივნესა და ვინიცას რეგიონებში.

ჩერკასის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგორ ტაბურეცის თქმით, რეგიონში დაბომბვა  ღამით მოხდა. ოფიციალური პირი არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა ტერიტორია დაბომბეს, მაგრამ BBC-ის ცნობით, ეს ქალაქ სმელასთან მოხდა. სოფელში დიდი ხანძარი გაჩნდა.

დილით უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

ხმელნიცკის და კიევის რეგიონების ლიდერები საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ ანგარიშს ახორციელებენ. ქალაქ ხმელნიცკიში შუქი ჩაქრა. აფეთქებები ისმის რივნეს რაიონშიც, არის  ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა.

ჟურნალისტები ვოლინის რაიონში დაბომბვის შემდეგ ხანძრის ფოტოებს აქვეყნებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე