რეზონანსი
(22.10.2022)

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მას ფორმალურად არ მიუღია გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მისი სურვილია. 

"მე არ მიმიღია ფორმალურად გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ჩემი განზრახვაა - ჩემი განზრახვაა, რომ კენჭი ისევ ვიყარო და ჩვენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო გვაქვს", - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე