რეზონანსი
(22.10.2022)

რუსთავის გასასვლელში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე