რეზონანსი
(21.10.2022)

უნდა გაიგოს ყველამ: არისტოვიჩმა, პოდოლიაკმა, დანილოვმა, გონჩარენკომ თუ არახამიამ, რომელიც უკრაინელი ხალხის მსახურისა რა მოგახსენოთ და, სააკაშვილის მსახური ნამდვილად არის - საქართველო არც ერთი მიზეზით და არაფრის დიდებით ომში არ ჩაერთვება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ქალების და ბავშვების დახოცვა ვერ იქნება შვება ვერავისთვის, როგორც ეს ომის დაწყებამდე დანილოვმა იკადრა და განაცხადა.

„თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოსგან პირდაპირ მოითხოვდნენ ომში ჩართვას და საომარ მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღებას, ამ განცხადებების შემდგომ კითხვის ნიშნები აღარ უნდა გაჩნდეს. ეს არის ღრმად პროვოკაციული და მტრული განწყობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგობრობს უკრაინასთან და ომის დაწყების დღიდან ყველა რესურსით, ყველა ფორუმზე უკრაინელ ძმებს უდგას გვერდით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე