რეზონანსი
(21.10.2022)

კრემლმა უნდა იცოდეს, რომ დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად ფული ეყოფა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი სამიტის შემდეგ განაცხადა.

"კრემლმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-მა უკრაინისთვის მორიგი მრავალმილიარდიანი საფინანსო დახმარება დაადეკლარირა შემდეგი წლისთვის, ევროკავშირიც ასევე დაეხმარება, და ეს ფული საკმარისი იქნება უკრაინული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის", - აღნიშნა მორავეცკიმ.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ იგი უკრაინისთვის ევროპული სახსრების გადაცემის პროცესში პოლონეთის მნიშვნელოვან როლს ხედავს, ვინაიდან, ევროკომისია ცდილობს უკრაინას სახსრები გადასცეს, მაგრამ ამ გადასახადების განხორციელების მექანიზმის მხრივ საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა.

მორავეცკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის საფინანსო დახმარებასთან დაკავშირებით პოლონეთის არგუმენტები მოისმინა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიერ საფინანსო დახმარების გამოყოფის მხრივ პრობლემები არ უნდა შეიქმნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე