რეზონანსი
(21.10.2022)

უკრაინის საჰაერო დაცვა საჰაერო სამიზნეების უკვე 60%-ს აგდებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჰაერო დაცვას.

"მინდა ვთქვა, რომ დღეისთვის ჩვენი საჰაერო დაცვა საჰაერო სამიზნეების უკვე 60%-ს აგდებს. ეს ეხება ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს, ხოლო დრონების მხრივ - გაცილებით მაღალი მაჩვენებელია... წინ წავალთ, რათა პროცენტი გაიზარდოს. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს საჰაერო დაცვას", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე