რეზონანსი
(21.10.2022)

მსოფლიო ბანკმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მიმოხილვაგამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში არსებული საწყისი, საბაზისო და უმაღლესი განათლების სისტემებზე, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემაზე, რომლებიც მთლიანობაში გავლენას ახდენენ ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის მდგომარეობაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ხარისხი კვლავ დაბალია.

"პროფესიული განათლების მიმართულებით ქვეყანაში 100-მდე კერძო და საჯარო საგანმანათლებლო სასწავლებელი მოქმედებს, რომელთა ნახევარზე მეტიც კერძო სასწავლებელია. ასევე არსებობს რამდენიმე სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა სტუმარ-მასპინძლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში კადრების მომზადებისთვის. პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილეობა დაბალია და წლიურად დაახლოებით 15 ათასი ადამიანი რეგისტრირდება, ასევე შესამჩნევია საკმაოდ მაღალი 30%-იანი სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი.

გარკვეული გაუმჯობესებების მიუხედავად, სახელმწიფო დანახარჯები პროფესიულ განათლებაზე არის დაბალი, რასაც ერთვის დაბალი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, დიდი ქალაქების მიღმა ახალგაზრდების მხოლოდ 6% ერთვება პროფესიულ განათლებაში. ამასთანავე, პროფესიული განათლების ხარისხი კვლავ დაბალია,"- ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე