რეზონანსი
(21.10.2022)

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ.

„უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია იყო 1.5 მილიარდ ევროზე უკრაინისთვის, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს. ეს იძლევა მთლიანობაში 18 მილიარდ ევროს მომავალი წლისთვის. ეს არის თანხა, რომელსაც უკრაინა შეიძლება დაეყრდნოს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ლიდერებმა ფინანსთა მინისტრებს დაავალეს თანხების გაცემის მექანიზმის შემუშავება.

„ჩვენ დავავალეთ ფინანსთა მინისტრებს შეემუშავებინათ შესაბამისი მექანიზმი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო უკრაინას მიგვენიშნა, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საიმედო შემოსავლის ნაკადი", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე