რეზონანსი
(21.10.2022)

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მთავრობას მოუწოდებს, ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმის დასანერგად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად იმუშაონ. ამასთან, ელჩი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ენერგეტიკული ბირჟა გონივრულ ვადაში აამოქმედოს.

„ენერგოუსაფრთხოება და ეფექტიანობა დღეს უფრო მეტად უნდა იყოს პრიორიტეტი, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა. არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებისა და სუფთა, ეკომეგობრული ენერგიების განვითარების გამო, არამედ რასაც ვხედავთ ჩვენს გვერდით, ვგულისხმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე. მათი მიზანი სწორედ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ენერგოუსაფრთხოება და დამოუკიდებლობა გახდა უფრო მეტად პრიორიტეტული. უფრო ნათელი მაგალითი ვერ იქნება იმისა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასია",-აცხადებს დეგნანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე